ფრაქციამ მიმდინარე საკითხების ირგვლივ იმსჯელა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 27 ივნისი 2017 10:11

დღეს ლანჩხუთის მუნციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ, ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ სხდომა გამართა. ფრაქციამ განიხილა საკითხები , რომლებიც გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში, ასევე საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში განსახორციელებელ ცვლილებას ეხება. კერძოდ, კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს შტატების დასახელებებში ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება. ფრაქციამ განიხილა საკითხები- რომლებიც ა(ა)იპ-ებისთვის ქონების უსასყიდლო გადაცემის თაობაზე, გამგებლისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობს. საუბარია ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის სერვისისთვის “ 2 ნაგავმზიდის , ხოლო „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი“-სთვის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შესაწამლი მოწყობილობის გადაცემაზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.