17 | 12 | 2017

ფრაქციამ დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელა

დღეს ლანჩხუთის მუნციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია - ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გამართა. სხდომას კახა ურუშაძე უძღვებოდა, რომელმაც დღის წესრიგი ფრაქციის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა. ➤ფრაქციამ განიხილა საკითხები , რომლებიც გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში, ასევე საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში განსახორციელებელ ცვლილებას ეხება. კერძოდ, კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს შტატების დასახელებებში ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება. სხდომაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად დეტალურად განიხილეს საჯარო მოხელეებისთვის საკლასო ჩინის მინიჭების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესრულებული სამუშაოების შეფასების საკითხები, საჯარო სამსახურში მიღების წესი და ა.შ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა