19 | 12 | 2017

შეწამვლები გრძელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი მავნებლის, აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს პერიოდულად ამოწმებს მონიტორინგის ჯგუფი.
დღეის მდგომარეობით შეიწამლა 615.8 ჰა. თხილის ფართობი, სულ შესაწამლია 1999 ჰა.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა.მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა