19 | 12 | 2017

მსჯელობა და მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს მორიგ სხდომაზე

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის :  საკრებულომ დაამტკიცა დადგენილებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ 1-ელი ივლისიდან ძალაში შედის ახალი კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც ფუნდამენტალურ ცვლილებებს ითვალისწინებს საჯარო სამსახურში. ერთ-ერთი მთავარი რაც ამ ეტაპისათვის ხორციელდება თანამშრომელთა სტატუსის რანგირებაა. ამ ეტაპზე რანგირება შეეხება თანამდებობრივ სახელწოდებებს და ამ ეტაპზე სახელფასო ცვლილებები არ ხორციელდება. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა დადგენილებაში, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“. რომელიც ასევე გამოწვეულია კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე.  თანხმობა მიეცა გამგებელს, მოძრავი ქონების ა(ა)იპ „ლანჩხუთის სერვისი“ - სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემაზე. კერძოდ, საუბარია 2 ნაგავმზიდზე.  თანხმობა მიეცა გამგებელს, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი“-სთვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.  დამტკიცდა საკრებულოს 2017 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმა. თანხმობა მიეცა გამგებელს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების გასხვისებაზე. (კერძოდ ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ყოფილი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა).  დამტკიცდა საპრივატიზაციო ქონების ნუსხასა და გეგმაში ცვლილება, ქონების პრივატიზება აუქციონის წესით მოხდება.  საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილების თაობაზე.  ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ საკრებულომ სხვადასხვა საკითხების ფორმატში გადაინაცვლა. საკრებულოს სხდომის პირდაპირ ტრანსლაციასა და სრულ ვიდეო ჩანაწერს საკრებულოს ფეისბუქ-გვერდზე იხილავთ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა