კულტურული ფესტივალი სტარტს ლანჩხუთიდან აიღებს

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017 11:46

27 ივნისს პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა შედგა. პროექტი გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს. პროექტის მიზანი გურიის ტურისტურლი პოტენციალის კვლევა და შეფასებაა, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის სცენარი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შედგა, რომელსაც გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფესტივალი 23 ივლისს ლანჩხუთიდან აიღებს სტარტს და 27 ივლისამდე გურიის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.