19 | 12 | 2017

სხდომათა დარბაზში პროექტის ფინალური პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის სხდომათა დარბაზში ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ჩაატარა პროექტის ფინალური პრეზენტაცია „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობის „ მიზნით. ამირან გიგინეიშვილმა აღნიშნა რომ საქართველოს დარბაზი ახორციელებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს: გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას. ამ მიზნის მისაღწევად შეირჩა მუნიციპალიტეტის დასახლებები: გრიგოლეთი, ეწერი და ორაგვე. გრიგოლეთში კრების რჩეული გახდა აკაკი კვაჭაძე, ეწერში ზვიად ნაკაიძე, ხოლო ორაგვეში ტარიელ ურუშაძე. ინფორმაცია კრებაზე მიღებული პრობლემური საკითხების მოგვარების შესახებ კომპეტენციის ფარგლებში შეძლებისდაგვარად სრულდება. ფინალურ პრეზენტაციის განხილვას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე,პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე,მოადგილე ბესიკ ტაბიძე,საკრებულოს დეპუტატები და კრების რჩეული მოქალაქეები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა