19 | 12 | 2017

შეხვედრა ვეტერანებთან

დღეს ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ლანჩხუთელ ვეტერანებს ვეტერანთა საქმეების სახეხლმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამავე სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, იურისტი მიშა ხურციძე, პროტოკოლის უფროსი ეკატერინე ფანჩულია, რეგიონული დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია და ვეტერანი დოდო გუგეშაშვილი, სამსახურის ადგილობრივი განყოფილების უფროსი შოთა ფირცხალაიშვილი.
სტუმრები ვეტერანებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრნენ და შეკითხვებზეც სათანადო პასუხები გასცენ.
თავის მხრივ სტუმრებსა და ვეტერანეს ადგილობრივი პროგრამები გააცნო მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლანჩხუთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია ყველა სხვა მუნიციპალიტეტს შორის, სადაც ვეტერანებს დიდ ყურადღებას აქცევენ, რისთვისაც ზაზა ურუშაძეს ყველა გამომსვლელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დახმარებას, რომელსაც ვეტერანები ყოველთვიურად იღებენ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ლარი ემატება.
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 470 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა