17 | 12 | 2017

კიდე ერთი პრემიერა ეგნატე ნინოშვილის თეატრის სცენაზე

ეგნატე ნინოშვილის სახელობის ლანჩხუთის სახალხო თატრმა მაყურებელს კიდევ ერთი პრემიერა, ამჯერად მარკ კამოლეტის პიესა "FAMILY ფრანგული გარნირით". წარმოუდგინა.
”ფრანგული გარნირი” ტიპიური ბულვარული კომედიაა, რომლის ავტორი მარკ კამოლეტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადგმული ფრანგული პიესის შემქმნელი. ჟაკლინი, ბერნარდის ცოლი, დედათან აპირებს წასვლას, ხოლო ბერნარდი საყვარელს, სუზანას, ელოდება. სუზანას დაბადების დღე აქვს და ამიტომ ბერნარდმა ვახშამი შეუკვეთა პროფესიონალ მზარეულს, რომელსაც სუზეტა ჰქვია. თუმცა ჟაკლინი არსადაც არ მიდის, რადგანაც ამ დროს რობერი ჩამოდის. რობერი ბერნარდის მეგობარი და ჟაკლინის საყვარელია… სპექტაკლის ბოლოს კი ჟორჟი გამოჩნდება… ვერაფერი გაიგეთ, არა? პრინციპში თავიდან ვერც ჩვენ, მაგრამ მთელი ინტრიგაც სწორედ ამაშია.
საერთოდ, ეს ერთგვარი ფრანგული ინტრიგა სპექტაკლს ბოლომდე გაჰყვა და სულ რომ არ ველოდით, სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გადასაღებ მოედანზე ხდებოდა.
ინტრიგის მსხვერპლი მაყურებელი და დარბაზში ფეხზე დიგა და კმაყოფილების გამომხატველი შეძახილებით ამხნევებდა მსახიობებსა და რეჟისორს.
სპექტაკლის რეჟისორია დავით წერეთელი. მონაწილეობენ: თეკლა დვალიშვილი, ლელა ჭეიშვილი, ქრისტინე ლორია, ბაჩანა პატარაია, გურამ იმნაძე, ბაჩი ხუხუნაიშვილი, გია ხუხუნაიშვილი, ირაკლი ჩახვაძე, პაატა კაცაძე და სოფო გოგუაძე.
იმედია, სპექტაკლი კიდევ გავა ლანჩხუთის თეატრის სცენაზე და მაყურებელი დიდ სიამოვნებას კიდევ ერთხელ მიიღებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა