19 | 12 | 2017

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა გამართა

დღეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი, რომელიც ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებას ეხებოდა, კომისიის წევრებთან ერთად განიხილა.

საკითხის შესახებ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ ისაუბრა.

,,საქართველოს მთავრობის 22 ივნისის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 150123 ლარი საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის შესყიდვაზე, ცვლილებები შესაბამისად უნდა აისახოს ბიუჯეტში. განკარგულებაშივე მითითებულია, რომ ამავე კვირაში უნდა მოწვეულიყო სხდომა, რომ დროულად გამოცხადდეს ტენდერი და მომსახურება იქნას შესყიდული“, განმარტა როლანდ ლაშხიამ.
წარმოდგენილ საკითხს კომისიამ მხარი დაუჭირა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა