19 | 12 | 2017

ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს

დღეს საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს.

როგორც გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ განმარტა, 2017 წელს დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას ქალაქ ლანჩხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ქუჩების რეაბილიტაცია დაემატა . 
(დუმბაძის, მუსხელიშვილის, ურუშაძის, სამების, სტალინის ქუჩები.) პროექტის ღირებულება 693 497 ლარს შეადგენს. 
ასევე დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას შეემატა ა(ა)იპ სპორტული ცენტრის და გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები.

☛ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ჯამში 5 908 775 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდება.

გარდა ზემოთ აღნიშნული პროექტებისა, მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს ქ. ლანჩხუთის, ჩიბათის და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზების რეაბილიტაცია, აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე ხიდის აღდგენა, ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული ხიდის აღდგენა, ლესის, ნიგვზიანის და ჯურუყვეთის ადმიონისტრაციულ ერთეულებში სამანქანე ხიდის მოწყობა.

ასევე მიმდინარე წელს დასრულდება გარდამავალი პროექტები: სუფსა-გულიანის გზის რეაბილიტაცია, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობა, ნიგვზიანში ნინოშვილის სახლ- მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტება, შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ნიგოითისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა