19 | 12 | 2017

დახმარება 104 ბენეფიციარს გადაეცა

დღეს „მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის მიზნით“ შექმნილი კომისია გაიმართა. კომისიას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს. კომისიამ განიხილა შემოსული განცხადებები. დახმარება ამჯერად 104 ბენეფიციარს გაეწია, რისთვისაც 19 650 ლარი გაიცემა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, მაქსიმალური ყურადღება ონკოლოგიურ და მძიმე სენით დაავადებულ პირებზე გაკეთდა. „-ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად“_განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა