17 | 12 | 2017

საკრებულომ ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი მოიწონა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ორი საკითხი განიხილეს. საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტში ცვლილება. საკითხი გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. ,,საქართველოს მთავრობის 22 ივნისის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 150123 ლარი საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის შესყიდვაზე, ცვლილებები შესაბამისად უნდა აისახოს ბიუჯეტში. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის სუბსიდირების მუხლი შემცირდეს 11507 ლარით და გაიზარდოს არაფინასური აქტივების მუხლი 11507 ლარით, ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლის სუბსიდირების მუხლი შემცირდეს 3400 ლარით და გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 3400 ლარით“, აღნიშნა როლანდ ლაშხიამ. საკრებულოს წევრებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს. კერძოდ, ქალაქ ლანჩხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი, (დუმბაძის, მუსხელიშვილის, ურუშაძის, სამების, სტალინის ქუჩები) რომლის ღირებულება 693 497 ლარს შეადგენს. ასევე დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას შეემატა ა(ა)იპ სპორტული ცენტრის და გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები. საკითხების ირგვლივ შეკითხვებს მომხსენებლებმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ უპასუხეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა