19 | 12 | 2017

ინფორმაცია ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გუშინ იმყოფებოდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის პირველი მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები და ა(ა)იპ საგარეო ეკონომიკური კავშრურთიერთობებისა და ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები, გამგეობის თანამშრომლები.
ქალბატონმა ნინომ მოისმინა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როგორ ჩატარდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ფართობების შეწამვლა ადმინისტრაციულ ერთეულებში და დასრულდა თუ არა პირველი ეტაპი.
როგორც გაირკვა, შეწამვლის პირველი ეტაპი ჯერ არ დასრულებულა.
როგორც სტუმარმა გვითხრა, დასრულებისთანავე დაიწყება მეორე ეტაპი, რითაც უფრო გააქტიურდება მავნებელთა ბრძოლა. ნინო შეწირულმა ასევე განაცხადა, რომ გურიაში შეწამვლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ნივთიერება, რომლითაც იწამლება ფართობები, არ აღმოჩნდა ისეთი, როგორისაც ბევრს ეშინოდა. "მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა გაფრთხილების მიუხედავად, მიირთვეს ახალშეწამლული თხილი, რის გამოც მიიღეს ინტოქსიკაცია, მაგრამ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და დღეს ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. ასე რომ, ყოველგვარი შიში არათუ გადაჭარბებული, არამედ უსაფუძვლოც კია" - დასძინა სტუმარმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა