17 | 12 | 2017

კომისიის რიგგარეშე სხდომა

5 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კიმისიის სხდომაზე შპს საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას გენერალური დირექტორის, თემურ მიქაძის წერილი განიხილეს, რომელიც სურვილს გამოთქვამს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ნაცვლად (ასპარეზობს ეროვნულ ლიგა 2-ში) იასპარეზოს შპს საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის გურიამ.  ,, ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთის გურიას" მიერ შპს საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის გურიის ადგილის ჩანაცვლებით შპს საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის გურია მაქსიმალურად იზრუნებს ლანჩხუთის რეგიონში ფეხბურთის წინსვლაზე, ახალგაზრდობის დაინტერესებაზე, ფეხბურთის პოპულარიზაციაზე, საფეხბურთო შედეგების გაუმჯობესებაზე", ნათქვამია წერილში. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია:  წერილის შინაარსი თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განვითარების პროგრამასთან; საკითხის დადებითად გადწყვეტის შემთხვევაში შპს საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას ექნება გაცილებით მეტი შანსი წარმატებულად გააგრძელოს ასპარეზობა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში; საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთოს კლუბი ლანჩხუთის გურიას დავალიანებების რესტრუქტურიზაცია ეტაპობრივად მისი დაფარვის გათვალისწინებით, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის რყევებს და სტაბილურს გახდის მას;ეთხოვოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ზაზა ურუშაძეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამოხატოს პოზიცია საკითხთან დაკავშირებით; მოუწოდოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებს და ყველა ფრაქციას საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე განიხილოს იგი საკუთარ სხდომებზე შემდგომში გაურკვევლობების პრევენციის მიზნით; ზემოთაღნიშნული დასკვნა წარმოდგენილი სახით გადაეცეს საკრებულოს სხდომას განსახილველად.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა