17 | 12 | 2017

ლანჩხუთელების წარმატება

თბილისში,პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა საქართველოს ხელოვანთა კავშირის, ,,ხელოვანები მომავლისთვის" "მომავლის ვარსკვლავები 2017–ის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
დაჯილდოებაზე წარდგენილნი იყვნენ ლანჩხუთის ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის სკოლის ექვსი მოსწავლე: ვალერი კეჭეხმაძე (პედაგოგი მანანა ფირცხალაიშვილი),
ლანა ღლონტი (პედაგოგი მანანა ფირცხალაიშვილი), რევაზ კუპატაძე (პედაგოგი მანანა ფირცხალაიშვილი),
ქრისტინე ბოლქვაძე (პედაგოგი თამაზ ჩხაიძე), მარინე მოდებაძე (პედაგოგი ეკა წილოსანი) და ირაკლი ჩხაიძე (პედაგოგი ნუნუ კუნჭულია)
ამათგან ოთხ მოსწავლეს გადაეცა დიპლომები დიპლომანტის წოდებით, ხოლო ორ მოსწავლეს: რევაზ კუპატაძეს და ირაკლი ჩხაიძეს ჟიურის მიერ გადაეცა მედლები, ფასიანი საჩუქრები და მიენიჭათ "მომავლის ვარსკვლავები 2017" ლაურეატის წოდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა