- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 10 ივლისი 2017 11:56
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (გურიის მხარე) აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. 10 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური განაცხადით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება ქ/ს „შრომისუბანი“-დან ფიდ.N2 ხაზის რეაბილიტაციის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ლანჩხუთის მ/ც სოფ. ჩოჩხათის 969 აბონენტს. ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.