17 | 12 | 2017

ლანჩხუთი 15 ივლისს "ცოცხალი წიგნებს" უმასპინძლებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ა(ა)იპ კავშირი „პოეზიის მეგობართა კლუბი“, საქართველოს რეგიონებში უკვე მესამე წელია, ახორციელებს საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს „ცოცხალი წიგნები“. პროექტის ხელმძღვანელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქეთევან დუმბაძე.
პროექტი მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს და ითვალისწინებს თანამედროვე ავტორებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების გაყვანას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და შეხვედრებს საზოგადოებასთან, მკითხველებთან.
„ცოცხალი წიგნების“ 13, 14 და 15 ივლისს გურიას ეწვევიან. ეთერ თათარაიძეს, დათო რობაქიძეს, ირაკლი შამათავას, ვასო გულეურს, ირმა ბერიძეს, გაგა ნახუცრიშვილს, ლუკა ბაქანიძეს და ნატო ინგოროყვას ლანჩხუთელები 15 ივლისს იხილავენ.
შეხვედრა ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, 14 საათზე შედგება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა