25 | 11 | 2017

მოქალაქეთა მიღება

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს ტრადიციული მიღების დღე ჰქონდა. მიღებაზე, რომელსაც სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი სოფო ორაგველიძე და მოქალაქეთა მიღების განყოფილების ხელმძღვანელი ბუხუტი ბარამიძე ესწრებოდნენ, მოქალაქეებმა, სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებმა, ზაზა ურუშაძეს თავიანთი პრობლემები გააცნეს. უმეტესობა ერთჯერად სოციალურ დახმარებას ითხოვდა. მათ განემარტათ თუ რა საბუთების წარმოდგენაა საჭირო აღნიშნული დახმარების მისაღებად. დანარჩენებსაც გამგებელი შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი გამგებელთან მოქალაქეთა მიღების დღეა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა