17 | 12 | 2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავჯდომარე, გიორგი ხელაძე უძღვებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. კერძოდ,“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების თაობაზე. საკითხი განსახილველად გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. 
შემდეგმა მომხსენებელმა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტორის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ განსახილველად გამოიტანა საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის #89 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .

აღნიშნულ საკითხებს საკრებულომ მხარი დაუჭირა.საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია და ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ საკრებულოს ფეისბუქ-გვერდზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა