19 | 12 | 2017

სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის პროექტის მშენებლობა

საერთაშორისო ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობა უკვე დაიწყო. ავტობანის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, ნუგზარ ცინცაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს,რომელსაც აღნიშნულ მონაკვეთზე მაგისტრალის მშენებლობის დროს შეიძლება გადააწყდნენ. ცნობისათვის, სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე12 კმ.ია. სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 4 ზოლიანია და ასფალტ-ბეტონის გზას, სახიდე გადასასვლელებს, სატრანსპორტო კვანძებისა და სწორკუთხა მილის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლების ტერიტორიებს (გვიმბალაური, ჩიბათი,ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ნინოშვილი) გაივლის. ჯგუფის უფროსმა, პეტრე აფრიამაშვილმა განაცხადა, მშენებლობის დროს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის აზრი. შეხვედრა სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის შესახებ კვლავ განახლდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა