ცოცხალი წიგნები ლანჩხუთში

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 17 ივლისი 2017 09:38

15 ივლისს  ლანჩხუთმა, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, "ცოცხალ წიგნებს" უმასპინძლა.

აღნიშნულ პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ა(ა)იპ კავშირი „პოეზიის მეგობართა კლუბი“ უკვე მესამე წელია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ქართველი პოეტები და მწერლები საქართველოს რეგიონებს სტუმრობენ, ლანჩხუთიც მათ სიაშია. ლანჩხუთს სტუმრობდნენ: ეთერ თათარაიძე, დათო რობაქიძე, ირაკლი შამათავა, ვასო გულეური, ირმა ბერიძე, გაგა ნახუცრიშვილი, ლუკა ბაქანიძე, ნატო ინგოროყვა, ეკა კვიციანი, ჯგუფის ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე და ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გოგონავა.
ლანჩხუთელმა მსმენელმა კიდევ ერთხელ მიიღო უდიდესი სიამოვნება ქართველი მწერლებისა და პოეტების ცოცხლად ხილვითა და მოსმენით.
სტუმრებმა თავიანთი შემოქმედება გააცნეს მსმენელს, თავის მხრივ ლანჩხუთელებმაც წაუკითხეს სტუმრებს თავიანთი ლექსები.
"ცოცხალი წიგნები" გურიას და კერძოდ, ლანჩხუთს მომავალშიაც ესტუმრებიან.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.