21 | 11 | 2019

ოზურგეთში „პასქის ფესტივალი 2012 ჩატარდა“

შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით ოზურგეთში   პასქის ფესტივალი უკვე მეორედ მოეწყო.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ირმა მგელაძის თქმით, „ჭადრების ბაღშიგამართულ პასქების გამოფენა-გაყიდვაში ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებ მონაწილეობდნენ. ფესტივალის მონაწილეებს შვიდკაციანი ჟიური აფასებდა და სხვადასხვა ნომინაციში გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ლანჩხუთიდან ფესტივალში მონაწილეობდნენ თინა თოფურია – მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით და აგრობიზნეს ცენტრი „ლანჩხუთი“. ჩვენი წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილმა კომპოზიციამ ფესტივალის გრანპრი დაიმსახურა.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია