17 | 12 | 2017

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა.
განსახილველი იყო სამი საკითხი:
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს გასნახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის #89 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ;
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების შესახებ;
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ.
პირველ საკითხს, რომელიც გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ გამოიტანა, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. 
მეორე საკითხი ძირითადად ეხებობდა საქართველოს მთავრობის 30 ივნისის #1328 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის პრექტის "გურიის კულტურის ფესტივალის" განხორციელებისთვის საჭირო თანხების ასახვს ბიუჯეტში.
აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად მთავრობბის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 707 225 ლარი. აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი 37 272 ლარის შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. მთლიანობაში აღნიშნული პროექტი 744 497 ლარი ჯდება.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მთავრობის 6 ივლისის #1394 განკარგულებით გამოეყო 1010000 ლარი. აღნიშულ საკითხზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ასევე ა(ა)იპ-ებისთვის სუბსიდირების გაზრდის საკითხზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა