19 | 12 | 2017

გამომცემლობას მკითხველი მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში

დღეს "გურია ნიუსის" ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ლანჩხუთში მოსახლეობამ გზა გადაკეტა", სადაც აღნიშნულია, რომ თითქოს აღმაშენებლის ქუჩაზე მოსახლეობამ გზა გადაკეტა ავტობანის მშებელობაზე დასაქმებული მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებისას დაზიანებული გზის გამო.
გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და გზა დღეს აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას არ გადაუკეტავს. ფოტო, რომელიც თან ერთვის სტატიას, გადაღებულია რამდენიმე დღით ადრე და არა დღეს.
რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას ასფალტის დაგებასთან დაკავშირებით, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, გზების დეპარტამენტი თავად იღებს ვალდებულებას სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზა აღადგინოსა და დააგოს ასფალტი.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს დღეს გზა არ გადაუკეტავთ. იძლებულები ვართ ვივარაუდოთ, რომ გამომცემლობას მკითხველი მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა