19 | 12 | 2017

23 ივლისი, 2017, გურიის ტურიზმის ფესტივალი

12:00 საათი, ლანჩხუთის ცენტრალური პარკი
16:00 საათი, ჩოხატაურის გორაბერჟოულის 
დენდროლოგიური პარკი
19:00 საათი, ქ. ოზურგეთის მ.კოსტავას პარკი
24, 25, 26 ივლისი, 2017, 
გურიის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები
კოლეჯი „ჰორიზონტი“
ქ. ოზურგეთი, რუსთაველის 8

ევროკავშირი მხარსუჭერს მოსახლეობის ფართო მონაწილეობით
გურიაში ტურიზმის განვითარებას

საქართველოს პრემიერ მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში - იანუშ ჰერმანი დაესწრებიან ევროკავშირის პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ – ფარგლებში გაიმართულ მასშტაბურ ღონისძიებას გურიაში - გურიის ტურიზმის ფესტივალსა და მულტიაქტორულ სამუშაო შეხვედრებს რეგიონში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შესაქმნელად.
ღონისძიებებს ასევე დაესწრებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გურიის მაცხოვრებლები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული აქტორები.
ფესტივალი გაიმართება გურიის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, 2017 წლის 23 ივლისს:
ლანჩხუთი, 12:00 საათიდან - ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია;
ჩოხატაური, 16:00 საათიდან - გორაბერჟოულის დენდროლოგიური პარკი;
ქ. ოზურგეთი, 19:00 საათიდან - მერაბ კოსტავას სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორია.
ფესტივალის ფარგლებში საზოგადოება გაეცნობა რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალს, გურიაში წარმოებულ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, მოეწყობა ადგილობრივი კულინარიული კუთხეები, გაიმართება კონცერტები.
ფესტივალის შემდგომ 24, 25 და 26 ივლისს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, მოქალაქეები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული აქტორები გამართავენ გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების ფართომასშტაბიან განხილვას.
იგი ჩატარდება მონაწილეობითი მეთოდოლოგიით – CHARRETTE Studio, რომელიც შემუშავდა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის შარეტის ეროვნულ ინსტიტუტში (National Chrrette Institute -NCI). გაიმართება პლენარული სესიები და თემატური ჯგუფები, რომლის შემდგომ დამსწრე საზოგადოება, ერთობლივად განსაზღვრას იმ პრიორიტეტებს, რასაც დაეფუძნება გურიის ტურიზმის სტრატეგია.
განხილვა გაიმართება ქ. ოზურგეთში, კოლეჯ „ჰორიზონტის“ შენობაში (რუსთაველის 8), 2017 წლის, 24, 25, 26 ივლისს.
3 წლიანი პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“, ხორციელდება ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, ქ. ოზურგეთის მერიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მოქალაქეების და ტურისტული სფეროთი დაინტერესებული აქტორების ერთობლივი ძალისხმევით, გურიაში ტურიზმის მდგრადი და ყოვლისმომცველი განვითარების ხელშეწყობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა