21 | 11 | 2017

სოფელ ნიგოეთის აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში ივლიან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველო მასშტაბით 87 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილის დასრულებას ახალ სასწავლო წლისათვის გეგმავს.კიდევ ერთი თანამედროვე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთში. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა ურუშაძესთან ერთად დაათვალიერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები. სოფელში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და მშობლებს დიდი მანძილით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევდათ ამორტიზებულ ბაღში პატარების წაყვანა. ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე საბავშვო ბაღში ორივე სოფლის აღსაზრდელები ივლიან.

გურიის მხარე-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა