17 | 12 | 2017

ფრაქციამ მიმდინარე საკითხები განიხილა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გაიმართა, რომელსაც ელგუჯა ჩხაიძე თავმჯდომარეობდა.

ფრაქციამ მიმდინარე საკითხები მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.

ფრაქციამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 23 ივნისს შემოსული შპს საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთი გურიას“ გენერალური დირექტორის თემურ მიქაძის წერილი განმეორებითი განიხილა.

მათი განცხადებით, წერილის განხილვა პრესაში გავრცელებულმა განცხადებამ განაპირობა, რომელიც ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატმა ნინო წილოსანმა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურიას“ მისამართით დააფიქსირა. მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს საკითხის ირგვლივ. მაჟორიტარმა გარკვეული მიზეზების გამო სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა.

,,4 აგვისტოს დაგეგმილია გამგეობის საფეხბურთო კლუბ ,,გურიას“ მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა. აღნიშნულ შეხვედრას დავესწრები და შესაბამისად მზად ვარ ამავე შეხვედრაზე განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები“, ნათქვამია დეპუტატის წერილში.

ფრაქცამ განიხილა მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმაში შესატანი ცვლილება, რომელიც განპირობებულია გეგმაში 5 ახალი საპრივატიზებო ობიექტის დამატებით.

სხდომაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შესახებ გამგებლის მოადგილემ, ნუგაზრ ცინცაძემ გააკეთა განმარტებები. როგორც მან აღნიშნა, პროექტის ხანგრძლივობა ხუთ წელს შეადგენს და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

ფრაქციამ ასევე დღის წესრიგით განსაზღვრული სხვა ძირითადი საკითხები განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა