17 | 12 | 2017

კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე რომან ბიწაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული 2 საკითხი განიხილეს.

კომისამ განიხილა საკითხი, გამგეობის საშტატო ნუსხაში განსახორციელებელი ცვლილების შესახებ, კერძოდ, გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში უქმდება წამყვანი სპეციალისტის შტატი.

კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკრებულოს 2014 წლის №36 დადგენილების ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილება განპირობებულია ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სადაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ახლებურად რეგულირება განისაზღვრა. ამიტომ მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნული დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა