19 | 12 | 2017

სტატია შეიცავს რამდენიმე უზუსტობას

გაზეთ "გურია NEWS-ის #59-ში (27.07.2017) გამოქვეყნდა სტატია სათაურით "სანამ ხარვეზები არ გამოსწორდება, ობიექტი არ ჩაბარდება", რომელიც ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშოებს ეხება.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ სტატია შეიცავს რამდენიმე უზუსტობას.
საუბარია ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი ბინების უკანა მხარეზე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოეწყო გზის საფარი, სანიაღვრე არხების მოწყობა კი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.
ნურავინ შეგვედავება, რომ კერძო მესაკუთრის ეზოში ჩასასვლელი ჭიშკრის რეკონსტრუქცია თავად მესაკუთრის მიერაა მოსაწესრიგებელი. 
აღნიშნულ ქუჩაზე მოსაწყობია აგრეთვე სანიაღვრე არხებსა და ეზოებს შორის არსებული ტერიტორია. რაც შეეხება გზის სავალ ნაწილზე სამშენებლო ნარჩენებს, ეს თავად მოსახლეობის მიერ იქნა გადმოტანილი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია შედის ქალაქის კეთილმოწყობის პროექტში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა