19 | 12 | 2017

26 ივლისს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს 
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომას ამავე კომისიის წევრი, ალექსანდრე მახათაძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

საკითხები ,, ლანჩუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ“ კომისიას გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ გააცნო.

,,პროექტი 5 წლიანია, რომლის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. დასუფთავდება 16-ვე ადმინისტრაციული ერთეული, მაღალმთიან სოფლებში მცირე გაბარიტიანი ნაგავმზიდები იმუშავებენ, მოხდება ასევე ნარჩენების სეპარირება. ორ მდინარეზე- სუფსასა და ჩელბაკაზე შეგროვდება ატივნარებული ნარჩენები“, აღნიშნა ნუგზარ ცინცაძემ.
წარმოდგენილ საკითხებს კომისიამ მხარი დაუჭირა.

ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ კომისიის სხდომაზე განმარტებები გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა.

,, საქართველოს მთავრობის 6 ივლისის N1401 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 707 225 ლარი. აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნდა მიიმართოს
37272 ლარი, სულ პროექტების ღირებულება შეადგენს 744497 ლარს. საქართველოს მთავრობის 6 ივლისის N1394 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის გამოიყო 1010000 ლარი.

შემოსული წერილების ანალიზიდან მიზანშეწოლილად ჩაითვალა ა(ა)იპ ტექ-სერვისის დაფინანსება გაიზარდოს 23000 ლარით. ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის 4750 ლარით; გაიზარდოს ბინათმშენებლობის არაფინანსური აქტივების მუხლი 1150 ლარით; ნიგოითის ადმინისტრაციული სახლისათვის კონდიციონერის შესაძენად. სოც:კულტურული ღონისძიების ხარჯი გაიზარდოს 1700 ლარით, აქედან 1200 ლარი ტრანსპორტის ხარჯებისათვის. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ტრანსპორტის ხარჯი გაიზრდოს 3000 ლარით, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება გაიზარდოს 3500 ლარით. აღნიშნული ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლების ზრდის ხარჯზე 74372 ლარით.

ბინათმშენებლობის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლი შემცირდეს 1350 ლარით და შემცირების ხარჯზე გაიზარდოს ბინათმშენებლობის არაფინანსური აქტივების ხარჯი 1350 ლარით.

ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღზრმდელო ცენტრის სუბსიდიის ხარჯის 22763 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს არაფინანსური აქტივების ხარჯი 22763 ლარით", აღნიშნა როლანდ ლაშხიამ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა