19 | 12 | 2017

ფრაქციამ მორიგი სხდომა გამართა

გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " სხდომა გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარემ, კახა ურუშაძემ მიმდინარე საკითხები ფრაქციის წევრებთან ერთად განიხილა. კომისიამ განიხილა საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელიც დასუფთავების კუთხით მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N82 განკარგულებაში , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა განმარტა: ,,ზემოაღნიშნული განკარგულების ცვლილების პროექტის მომზადება განპირობებულ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინადადებით, რომ განკარგულებით გათვალისწინებული პროგრამების (მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისა და ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა) მთლიანი ტექსტიდან ამოღებულ ყოფილიყო სიტყვა მცხოვრები“. ფრაქციამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და გეგმაში განსახორციელებელ ცვლილების შესახებ იმსჯელა. კერძოდ, ცვლილების შედეგად გეგმას საპრივატიზებოდ ხუთი ახალი ობიექტი დაემატება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა