19 | 12 | 2017

მსჯელობა და მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს მორიგ სხდომაზე

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. საკრებულომ მიმდინარე საკითხების ირგვლი იმსჯელა და შემდეგ საკითხებზე მიიღო გადაწყვეტილებები: საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მომზადდა „საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N160 დადგენილების საფუძველზე. გეგმა შემუშავდა პროექტის - „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ☛საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ . საკრებულომ დაამტკიცა განკარგულებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“. კერძოდ, განკარგულებით გათვალისწინებული პროგრამების (მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისა და ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა) მთლიანი ტექსტიდან ამოღებული იქნა სიტყვა ,,მცხოვრები“. საკრებულომ დაამტკიცა ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენ საკითხებზე საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სხდომაზე ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ დირექტორმა , მინდია სალუქვაძემ საკრებულოს წევრებს პროექტის - ,,თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფრგლებში განხორციელებული პროექტის ახალი სერვისის ამოქმედების შესახებ მოაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული გულისხმობს, მოსახლეობის ინფორმირებულებას სმს-შეტყობინებების დაგზავნის გზით. ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ საკრებულომ ,,სხვადასხვა“ საკითხების ფორმატში განაგრძო მუშაობა. აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლაციის ვიდეო ჩანაწერის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა