19 | 12 | 2017

ინოვაციური მექანიზმები მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით ნებისმიერ პირს აქვს წინსაწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს სხდომებს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მონაწილეობისთვის ამომრჩევლებს სხვა ინოვაციურ მექანიზმებსაც სთავაზობს. საკრებულომ ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის და ,,გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“ პარტნიორობით პროექტის ,, თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ განხორციელება დაიწყო. 2 თვეა წარმატებით მიმდინარეობს საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, დღეიდან საკრებულოში ამავე პროექტის ფარგლებში ინფორმირების სისტემის ახალი სერვისი ამოქმედდა. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, 500- ზე მეტმა მოქალაქემ შეტყობინების სახით მიიღო ინფორმაცია საკრებულოს სხდომის გამართვის თარიღისა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული სისტემის დანერგვით მოქალაქეებს მეტი შესაძლებლობა მიეცათ ინტერნეტის მეშვეობითა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გახდნენ თანაზიარი იმ პროცესების, რომელიც მუნიციპალიტეტს და შესაბამისად, მათ სოფელს ეხება. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტაეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-is ფინანსური დახმარებით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა