19 | 12 | 2017

მოსახლეობამ უფასო სამედიცინო კვლევებით ისარგებლა

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ ნინო წილოსანის ინიციატივით, გურიის სოფლების მოსახლეობას, „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმები პირველად კვლევებსა და კონსულტაციებს ადგილზე უფასოდ უტარებენ. ამ დროისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებით ბაილეთის, აცანის, აკეთის, მამათის მოსახლეობამ ისარგებლა. გუშინ აცანაში საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ხელაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმებს შეხვდა და საკრებულოს სახელით მადლობა გადაუხადა მათ . პათოლოგიების დროულად გამოვლენისა და მკურნალობის დანიშვნის მიზნით მოსახლეობას კვლევბის ჩატარების საშუალება მიეცა შემდეგი მიმართულებებით: ონკოლოგია, გინეკოლოგია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, ულტრაბგერითი გამოკვლევა. გამოკვლევების და კონსულტაციების შემდეგ პაციენტები ექიმებისგან მკურნალობის მიმართულებას მიიღებენ. აქციის ფარგლებში ექიმები გურიის კიდევ 4 სოფელში - ხიდისთავში, ჩოჩხათში, ჯვარცხმასა და გოგოლესუბანში ჩავლენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა