15 | 11 | 2019

2011 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაობა დადებითად შეფასდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის ანგარიში მოისმინეს, რომელიც გამგებელმა გიორგი გოგუაძემ წარმოადგინა.

ანგარიშის თანახმად, 2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 24.12.2010 წელს, თანხით 4768.5, აგულისხმოა, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში ბიუჯეტში 6-ჯერ განხორციელდა ცვლილება, მათ შორის: შემოსავლების ზრდის დინამიკიდან გამომდინარე _ 4 ჯერ, ცვლილებების შემდეგ ბიუჯეტმა 6546.1 ლარი შეადგინა.

გამგებლის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პრიორიტეტად მიჩნეულია მოსახლეობის ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, დასაქმება, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობის განვითარება. სოციალური დაცვის ღონისძიებები დაფინანსდა 515 472  ლარით. 11 სოციალური პროგრამის დასაფინანსებლად გადაირიცხა 346023 ლარი, დახმარება გაეწია 1246 ბენეფიციარს.

ერთ–ერთი პრიორიტეტია ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ კუთხით მუნიციპალიტეტში 1 964 277 ლარი დაიხარჯა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გასულ წელს გაკეთდა 89 ობიექტი, თანხით 685 466 ლარი. მუნიციპალიტეტში დაიწყო ორი საჯარო სკოლის მშენებლობა; ჩიბათის საჯარო სკოლის (1 800 000 ლარი) და ხაჯალიის საჯარო სკოლის (1 950 000 ლარი); გაზიფიცირების სამუშაოები შესრულდა ქალაქ ლანჩხუთის 13 ქუჩაზე; გამრიცხველიანდა სუფსა, შუხუთი, ნიგოითი, გვიმბალაური, მაჩხვარეთი.

დიდი ყურადღება ექცევა მომავალი თაობის კულტურულ აღზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 2011 წლის განმავლობაში სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებზე სულ გამოიყო _ 1.418 648 ლარი.

გიორგი გოგუაძემ ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რამაც შედეგად  პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდიდან მოიტანა სპეცტექნიკა სახანძრო–სამაშველო სამსახურისთვის;

როგორც ითქვა, ადგილობრივი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობას განვითარებას, რაც უწინარესად გულისხმობს ჩაის მეურნეობის რეაბილიტაციას. სოფლის მეურნეობის დარგების, კერძოდ, ჩაის განვითარებით ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

პროექტიგურიის რეგიონში სიღარიბის შემცირება სასოფლო კომლებში ჩაის გადამუშავებისა და მარკეტინგის ეფექტიანი სისტემის შექმნით ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ წარდგენილი იყო ნორვეგიის საგარეო სამინისტროში, რომელმაც გრანტის სახით აგრობიზნესცენტრს გამოუყო 50 565 ლარი.

გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო–სააღმზრდელო ცენტრი, ასევე ნაყოფიერად მუშაობს აგრობიზნესცენტრი.

ანგარიშის მოსმენა საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ შეაფასა: _ გამგეობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში დეტალურად შეისწავლა საკრებულოს ყველა კომისიამ. ბიუჯეტში ცვლილება მიდის მატებისკენ, რაც წინსვლის მაჩვენებელია, დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა ბიუჯეტის სეკვესტრი და შემცირებები. გასულ წელს ჩვენს მიერ აღებული ყველა ვალდებულება 100 პროცენტით შესრულდა, გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტიც. შპს „ეგრის–აუდიტის“ აუდიტორებმა დადებითად შეაფასეს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი, რითაც პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო გამგეობის ყველა სამსახურს, ყველა ა(ა)იპ–ს გაწეული სამსახურისათვის და თავიანთი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის.

საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს გამგეობის მიერ გაწეული მუშაობის 2011 წლის ანგარიში. სხდომაზევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია