24 | 08 | 2017

საკრებულოს თავმჯდომარე სამაშველო ბრიგადას შეხვდა

გრიგოლეთის სანაპიროზე მუდმივად მორიგეობს სამაშველო ბრიგადა, რომელიც დამსვენებლების უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავს. მაშველთა ჯგუფს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. როგორც სამსახურის უფროსმა რევაზ ორაგველიძემ აღნიშნა, საღამოს 9 საათმადე მაშველთა ჯგუფის მთელი შემადგენლობა - ბიძიანა ჩხაიძე, ოთარ დიასამიძე, ზურაბ სამსონაძე, ვოვა ტუღუში და გია სანიკიძე სანაპირო ზოლს ფოთის საზღვრამდე აკონტროლებენ. მათ განკარგულებაშია სკუტერი და სპეციალური სამუშაო აღჭურვილობა. როგორც აღნიშნეს, სეზონის განმავლობაში მაშველებმა არაერთი ადამიანი იხსნეს საფრთხისგან. შტორმის და უამინდობის დროსაც, სამაშველო ბრიგადა მობილიზებულია, რათა უბედური შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული. მსგავს შემთხვევებში მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ და მეგაფონებით მოუწოდებენ, რომ ზღვაში არ შევიდნენ. ,,გრიგოლეთის სანაპირო ზოლს მთლიანად ვაკონტროლებთ. შესაძლებლობა გვაქვს დამსვენებლებზე ვიზრუნოთ და დავიცვათ ისინი შესაძლო საფრთეებისგან. ამისთვის კი დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ შსს-ს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ხელაძეს, რომ ჩვენი საქმიანობით დაინტერესდა და პირადად მოვიდა ჩვენთან“, აღნიშნა რევაზ ორაგველიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია