24 | 08 | 2017

საჩუქრები კლუბის წევრ ქალბატონებს

,,ლანჩხუთის გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელმა მზია კვირკველიამ დღეს კლუბის შვიდ წევრს მკერდის პროთეზი (შესაბამისი აღჭურვილობით) საჩუქრად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთელებთან ერთად პროთეზები კლუბის წევრ ჩოხატაურელ ქალბატონებსაც გადაეცათ.

როგორც კლუბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ძვირადღირებული პროთეზების შეძენა ეროვნული სკრინინგ- ცენტრის მენეჯერის თინათინ ბერუჩაშვილის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ 50 წევრს მსგავსი საჩუქარი წინა წლებში ამერიკის, ჩეხეთისა და პოლონეთის საელჩოებისგან გადაეცათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია