20 | 10 | 2017

ადგილობრივი ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ხვდება

ლანჩხუთში, ჩინური კომპანია "სინოჰიდროს" მუშებმა, რომლებიც ავტობანის მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, მუნიციპალიტეტის შენობასთან აქცია გამართეს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული შენობის დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ხელაძეს, მოადგილე ბესიკ ტაბიძეს, გამგებლის პირველ მოადგილეს, ნუგზარ ცინცაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ხვდებიან. მუშების მთავარი მოთხოვნაა, მძიმე და შრომატევადი საქმიანობისთვის ანაზღაურების გაზრდა, რომელიც ამ ეტაპზე 14-18 (დარიცხული ხელფასი შეადგენს 24 ლ) ლარს შეადგენს. მათი მოთხოვნაა, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული, 40 სთ–იანი სამუშაო დროის დაცვა, 1 სთ–ში კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების 50%–ით გაზრდა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება. მუშების თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ადგილობრივი ხელისუფლება მუშებს მხარდაჭერას დაპირდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა