15 | 11 | 2019

წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ ლანჩხუთში წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ტენდერში გამარჯვებულ ფირმის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ დეტალებზე, რომლებსაც მუშაობის პროცესში ექნება ადგილი.

აღინიშნა, რომ გამოყოფილი თანხით ქალაქის 14 ქუჩაზე არსებულ ქსელს გაუკეთდება კაპიტალური რემონტი, ხოლო რვა ქუჩაზე გაიყვანება ახალი ქსელი, რომელშიაც დამატებით 400–450 ოჯახი ჩაერთვება.

სამუშაოებს შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „წყალკანალრედმშენი“.

ამ ეტაპზე სამუშაოები დაწყებულია მარჯანიშვილისა და გოგიჩაიშვილის ქუჩებზე.

რაც შეეხება მუშახელს, დღეისათვის დასაქმებულია ათამდე ადგილობრივი კადრი, თუმცა მათი რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

 



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია