17 | 12 | 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს თენგიზ ხელაძესა და ვლადიმერ ნანაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. თავდაპირველად ბატონმა ზაზამ ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯიხეთის დედათა მონასტრისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო, განსაკუთრებით წვიმის დროს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო გადაადგილება. ამ ეტაპზე გზის ყველაზე რთულ მონაკვეთზე დაიგება ასფალტი. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ასევე დაათვალიერა მაჩხვარეთში ახლადნაკურთხ ფერისცვალების ტაძარსა და სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე მიმდინარე სამუშოები. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის მომზადება ასფალტის დასაგებად. გამგებელმა სტალინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე კვლებთან ერთად ასფალტის დაგება მალე დაიწყება. ჯერ კიდევ გასულ წელს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე დაჰპირდა (სტალინის, ურუშაძის, მუსხელიშვილისა და დუმბაძის ქუჩების)მოსახლეობას, რომ აღნიშნული სამუშაოები ჩატარდებოდა. სამუშაოები ოთხივე ქუჩაზე დაწყებულია და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა