19 | 12 | 2017

მიღება გამგებელთან

15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძეს მოქალაქეთა მიღების დღე ჰქონდა. გამგებელთან მიღებაზე მისულ ადამიანებს ძირითადად, ერთჯერადი დახმარების მიღება და მეწყრისა და სქიტიისგან დაზიანებული სახლების შეკეთება სურდათ. გამგებელი თითოეულ მათგანს შეძლებისდაგვარად, დახმარებას დაპირდა. მიღებას გამგებელთან ესწრებოდნენ სოციალური სამსახრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ურუშაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე და მოქალაქეთა მიღების განყოფილების ხელმძღვანელი ბუხუტი ბარამიძე.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა