21 | 11 | 2017

„ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლა ცივი შესხურებით განახლდება

16 აგვისტოს  ლანჩხუთში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი იმყოფებოდა. ის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებსა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა „აზიურ ფაროსანასთან“ დაკავშირებით არსებული ვითარების შესწავლა და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა იყო. _„საქართველოში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეკ კრავჩუკი იმყოფება, რომელიც ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომაროებას. პროფესორი გრეკი ენტომოლოგია და აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს. მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს -მონიტორინგს, საინფორმაციო კამპანიას და ქიმიური წამლობის ღონისძიებებს. მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ხვალიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საყანე ფართობები ცივი შესხურებით შეიწამლება, ხოლო დასახლებულ პუნქტებში თერმული ნისლით დამუშავება დაიწყება~- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვლმა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, საქართველოში მოიწვია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე სპეციალისტები ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება გააჩნიათ. მათი რეკომენდაციით აუცილებელია კომპლექსური მუშაობა მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით, რათა ერთობლივი ბრძოლით დამარცხდეს ეს საშიში მავნებელი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სპეციალისტების კვლევის შედეგად დასავლეთ საქართველოში თხილზე 17 სახის სოკო გამოვლინდა. სოკოსთან ბრძოლა საჭიროა მოსავლის აღებისთანავე დაიწყოს. ასე რომ, თხილის მოსავლის ასეთი შედეგი არამარტო „ფაროსანას“, არამედ სოკოს მიზეზიცაა. სპეციალისტების განცხადებით, გავრცელებული აზრი თითქოს წამლობა დაგვიანდა, არასწორია, რადგან ძლიერი ტენიანობის გამო მავნებელი გვიან გამოჩნდა მცენარეებზე. ჩატარებული სამუშაო საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აღნიშნული მავნებელი 2001 წელს დაფიქსირდა და 2010 წელს აშშ სოფლის მეურნეობას 21 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ამერიკის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოები ხვალ დილით დაიწყება. აუცილებელია ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებმა მოსახლეობასთან ერთად წყლით მოამარაგონ შესაბამისი ტექნიკა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა