17 | 12 | 2017

ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე თავმჯდომარემ, რომან ბიწაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები კომისიის წევრებთან ერთად განიხილა. კომისიამ განიხილა დადგენილებაში ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ . კერძოდ, ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მიღებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის შტატი უქმდება. კომისიამ განიხილა საკითხი, რომლის თანახმად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილება განპირობებულია ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სადაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ახლებურად რეგულირება განისაზღვრა. ასევე კანონის შესაბამისად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ“ . კომისიამ განიხილა განკარგულების პროექტი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო -სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 46-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ ადგილები სააგიტაციო მასალის გასაკრავად. ასევე უნდა განისაზღვროს იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია. დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენ ოთხ საკითხზე კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა