17 | 12 | 2017

ტრადიციული სახალხო დღესასწაული წყალწმინდაში

19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ წყალწმინდაში (ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეული) გაიმართება ტრადიციული სახალხო დღესასწაული. დილის 9 საათზე სადღესასწაულო წირვას აღავლენს დეკანოზი მირიან ფირცხალაიშვილი.
10 საათზე გაიმართება როინ ჩხარტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი. ჩატარდება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
გვირგვინით შეიმკობა აფხაზეთში დაღუპული წყალწმინდელი ვაჟკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალური დაფა და საფლავები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა