19 | 12 | 2017

ფრაქციამ მორიგი სხდომა გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" მორიგი სხდომა გამართა. ფრაქციამ განიხილა საკითხი, რომლის თანახმად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს. ცვლილება განპირობებულია ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სადაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ახლებურად რეგულირება განისაზღვრა. ასევე კანონის შესაბამისად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ . ფრაქციის სხდომაზე განიხლეს საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. აღნიშნული საკითხის ირგვლივ შეკითხვებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლასხიამ უპასუხა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა