17 | 12 | 2017

მიღება გამგებელთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ტრადიციისამებრ, მოქალაქეები მიიღო.
მიღებაზე, რომელსაც გამგებლის პირველი მოადგილე, სოციალური და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები და მოქალაქეთა მიღების განყოფილების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ, მოქალაქეები თავიანთი და სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ ზაზა ურუშაძეს.
შუხუთის მაცხოვრებლები ყანებში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის საკითხის გასარკვევად მიმართეს გამგეობას. ზაზა ურუშაძემ მათ აცნობა, რომ ამ ეტაპზე შეწამვლა მიმდინარეობს ნიგოითის ზონაში, ერთი მანქანა სუფსის ზონას ემსახურება, მაგრამ ორ დღეში სამუშაოები შუხუთშიაც დაიწყება.
თითოეულ მოქალაქეს გამგებელი შეძლებისდაგვარად დახმარებას დაპირდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა