- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017 11:15
დღეს დილით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებული მამაკაცი, რომელიც "მედალფაში" გადაიყვანეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ და გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა მოინახულეს.
"მედალფას" ქირურგის, რევაზ ყურაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პაციენტის ჯ.ქ.-ს მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით, გამთენიისას, ჩიბათში მსუბუქ ავტომანქანას, რომლითაც 6 ადამიანი მგზავრობდა, ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაღპულია ხუთი მგზავრი, ერთი მათგანი გადარჩა და ის ამ ეტაპისთვის "მედალფას" ლანჩხუთის კლინიკაში იმყოფება.
საქმე აღძრულია 276 მუხლის პირველი ნაწილით.
