19 | 12 | 2017

კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

გუშინ,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო -სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირებას ეხება.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 46-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ ადგილები სააგიტაციო მასალის გასაკრავად. ასევე უნდა განისაზღვროს იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია.
ძირითადი საკითხის განხილვის შემდეგ, ,,სხვადასხვა“ საკითხების ფორმატში კომისიამ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ, ინფორმაცია გამგებლის მაოდგილე- ნუგზარ ცინცაძისგან მოისმინა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა