17 | 12 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და გამგეობის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამ დილით, ჩიბათში ავტოავარიის შედეგად აჭარაში მცხოვრები ქობულაძეების ოჯახის ხუთი წევრის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

"ეს არის უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც სულით ხორცამდე შეძრა თითოეული ჩვენგანი. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ნათესავებს" - ზაზა ურუშაძე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში დღეს დილით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომლის მდგომარეობაც ამ დროისათვის სტაბილურია. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა