19 | 12 | 2017

ჯიხეთის გზის ერთ კმ.იან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია უტარდება

დღეს ჯიხეთის დედათა მონასტრისკენ მიმავალი გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. გზაზე იგება შავი საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ ხელაძემ მოინახულეს. სარემონტო სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ასრულებს და მისი ღირებულება 176 ათასი ლარია. როგორც გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ განმარტა, 2 კილომეტრნახევრიანი გზის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გარდამავალია, მზადაა და ჯიხეთის მონასტერთან მიმავალი გზის მთლიანი მონაკვეთის ასფლატირებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის რემონტი ადგილობრივებისა და ტაძრის მომლოცველების დიდი ხნის ოცნება იყო, რისი ასრულებაც მხოლოდ ამჟამინდელი ადგილობრივი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი. მიმდინარე სამუშაოებისათვის ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი) ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობას უხდის.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა